*პროექტის სახელი-ქრისტიანობა საქართველოში;
*პროექტის მოკლე აღწერა-პროექტი უნდა მოიცავდეს ყველა ეტაპს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების I საუკუნიდან XXI საუკუნემდე;
*პროექტის სრული აღწერა-ბავშვებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია პირველი ქრისტიანების შესახებ; მოციქულებისა და გამავრცელებლების შესახებ; პირველი ქრისტიანული თემები საქართველოში; წმინდა ნინოს მოღვაწეობა; ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; საქართველოს საკათალიკოსოდ ჩამოყალიბება; როლი ქრისტიანობის სახელმწიფოს მმართველობაში; ავტოკეფალიის გაუქმება; ავტოკეფალიის აღდგენა;
*მონაწილეთა ასაკი-12-13 წელი;
*ვადები-4 თვე;
*პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-კლასს ვყოფ 4 ჯგუფად, 1ჯგუფი მუშაობს წყაროებზე, წყაროდან ზუსტი ინფორმაციის მოპოვებით ადგენს ფაქტის ისტორიულ მნიშვნელობას; 2 ჯგუფი მუშაობს კომპიუტერთან ისტ-ის გამოყენებით მოიპოვებს ვიზუალურ ინფორმაციას (ფრესკები,ხატები,არქიტექტორული ნაგებობები,ნახატები,ფოტოები); 3 ჯგუფი მუშაობს მუზეუმში, მუზეუმი როგორც მეისტორიე ასახავენ და გაეცნობიან საეკლესიო დოკუმენტებს; 4 ჯგუფი გამოთქვამს მოსაზრებებს პროექტის აქტუალობის შესახებ,ალაგებს ქრონოლოგიურად ნამუშევრებს; კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობენ მასწავლებელს;
*მოსალოდნელი შედეგები-შეიქმნას კარგი პროექტი;
*სარგებელი სხვებისთვის-საინტერესო მასალის მოპოვების შემთხვევაში პროექტი საინტერესო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;
*სამუშაო ენა-ქართული;
*მონაწილეები სხვა სკოლებიდან-არ გვყავს;
*ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-მოსწავლე გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას;
*პროექტის ფასილიტატორი-მარიკა ჯოხაძე
*ფასილიტატორის ელ.ფოსტა-marikajoxadze@gmail.com
Monday, November 16, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment